Monday, June 11, 2018

მედეას ძეგლი

  მედეას ქანდაკება ბერძნული მითოლოგიის გმირის, კოლხი ფრინცესა მედეას მონუმენტი, საქართველოს ქალაქ ბათუმში, თავისუფლების მოედანზეა. ქანდაკება 2007 წლის 6 ივლისს საზეიმოდ გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკასშვილმა. ამ ფაქტს ქართული ოპოზიციის კრიტიკა მოყვა.კრიტიკის მიზეზი ძირითადი ქანდაკების დამზადებაში გაღებული მაღალი ხარჯები იყო. ,,მედეა'' ძველ ხალხს ის ქალღმერთად მიაჩნდა, მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს.მედეას მკურნალობის საოცარი ნიჭი და ცოდნა ჰქონდა.მას ბევრი უკურნებელი სენის წამლობა შეეძლო,რამდენიმე ლეგენდის მიხედვით,ის ახალგარდაცვლილებსაც კი აცოცხლებდა,მოხუცთ კი სიჭაბუკეს უბრუნებდა..

ბათუმი... ულამაზესი ქალაქი

ბათუმი,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი,წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს.ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის,არამედ რეგიონის მაშტაბითაც.დიდია ტურისტული ნაკადი ევროპიდან და ამერიკის კონტინენტებიდანაც.ბათუმში ინტენსიურად ხდება თანამედროვე სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა.ბათუმი დღითი დღე მშვენდება.უკანასკნელი წლების განმავლობაში ქალაქი განსაკუთრებით ინტენსიურობით ვითარდება.ბათუმს მაღალ განვითრებული ტურისტული  ინფრასტრუქტურა გააჩნია,რაც მას უცხოელ სტუმრებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.ბათუმი სტუმართმოყვარე და კეთილმოსურნე მოსახლეობა ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ,დაგაკვალიანოთ.ადგილობრივები ბათუმს ,,სიყვარულის ქალაქს''უწოდებენ.ბულვარში  მრავლათ ნახავთ ამ თემაზე შექმნილ ძეგლებს,მათგან ყველაზე ცნობილია ქალის წინაშე მუხლმოყრილი მამაკაცი,რომელიც თავის რჩეულს ჩუქნის წითელ გულს..